რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გერმანიამ ყატართან ენერგეტიკული ხელშეკრულება გააფორმა - კვირის პალიტრა

რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გერმანიამ ყატართან ენერგეტიკული ხელშეკრულება გააფორმა

გერმანია, რომელიც ცდილობს ნაკლებად დამოკიდებული გახდეს რუსეთის ენერგორესურსებზე, აცხადებს, რომ ყატართან გრძელვადიან ენერგეტიკულ პარტნიორობას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთი გერმანიისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია. ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ოფიციალურმა ბერლინმა რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად.

შეგახსენებთ, გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეაჩერა. როგორც მედია წერს, დასავლელი მოკავშირეების ზეწოლის შემდეგ, ბერლინი უკრაინაში იარაღის გაგზავნასაც დათანხმდა.

"ინტერპრესნიუსი"