"უკრაინელი ხალხი არ მიეგება რუს ჯარისკაცებს ყვავილების თაიგულით, ისინი მიეგებნენ მათ სიმამაცით და იარაღით ხელში" - კვირის პალიტრა

"უკრაინელი ხალხი არ მიეგება რუს ჯარისკაცებს ყვავილების თაიგულით, ისინი მიეგებნენ მათ სიმამაცით და იარაღით ხელში"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს „კომპრომისები“, რომლებზეც უკრაინა ვერ წავა პუტინთან მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ მან CNN-ს განუცხადა.

ამერიკელმა წამყვანმა უკრაინის ლიდერს რუსეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, კერძოდ, კიევის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე, დონბასში ორი სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობასა და მოსკოვისადმი იმ გარანტიების მიცემაზე, რაც უკრაინის ნატოში წევრობას გამორიცხავს. ამის საპასუხოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არის კომპრომისები, რისთვისაც „ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ ვიქნებით მზად“.

”ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ჩვენს სუვერენიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი კომპრომისი და უკრაინელი ხალხი საუბრობდა ამაზე, ისინი არ მიეგებნენ რუს ჯარისკაცებს ყვავილების თაიგულით, ისინი მიეგებნენ მათ სიმამაცით, ისინი მიეგებნენ მათ იარაღით ხელში“, - დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთს „არ შეუძლია ძალით სხვა ქვეყნის მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვება“.

”თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ აიძულოთ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი აღიაროს რაიმე ძალის გამოყენებით”, - თქვა მან.

CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ თუ რაიმე მოლაპარაკების მცდელობა წარუმატებელი იქნება, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ორ ქვეყანას შორის ბრძოლა „მესამე მსოფლიო ომამდე“ მიგვიყვანს.

IPN