"ზუსტად ასე მიისხა ზღვის წყალი მამამისმა 2004 წელს ბათუმში"
სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პატარა გოგონა, პირს მაგიდაზე დაღვრილი წყლით იბანს. კურიოზულ ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.
"ზუსტად ასე მიისხა ზღვის წყალი მამამისმა 2004 წელს ბათუმში“ - წერს კომენტარებში ნოდარ მელაძის მეუღლე, პროდიუსერი თეა ცეცხლაძე.
კომენტარზე სოფო ნიჟარაძემ უპასუხა, რომ ბავშვი მასაც ჰგავს...
სოფო ნიჟარაძე:
- ეგრეც არაა ახლა, დედასაც ძალიან ჰგავს...
ვიდეოს კიდევ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ცნობილი სახეები წერენ, რომ ელის მარია მამამისის, მიხეილ სააკაშვილის ასლია.
ეკა ხერხეულიძე: ასე ერთი იბანდა პირს და ეს მეორე გამოჩნდა...