"ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთი დაამარცხეს და ევროპის თასს დაეუფლნენ - კვირის პალიტრა

"ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთი დაამარცხეს და ევროპის თასს დაეუფლნენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ქართველებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 49 - 15 დაამარცხეს.

საქართველო „რაგბი ევროპის“ ტიტულს მეთოთხმეტედ დაეფლა.

„ბორჯღალოსნების“ მხრიდან ორი ჯარიმითა და 5 გარდასახვით ყველაზე მეტი, 16 ქულის მოპოვება თედო აბჟანდაძემ შეძლო, 2-2 ლელო დადეს აკაკი ტაბუცაძემ და ოთარ გიორგაძე, ორივეს ანგარიშზე 10 ქულაა. ერთი ლელოს დადება მოახერხეს მერაბ შარიქაძემ და გიორგი ჭყოიძემ, მათ ანგარიშზე 5-5 ქულაა. 3 ქულა კი ვასილ ლობჟანიძეს ანგარიშზეა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.