გეგმავს თუ არა ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს? - რას აცხადებს თეთრი სახლი? - კვირის პალიტრა

გეგმავს თუ არა ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს? - რას აცხადებს თეთრი სახლი?

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამ კვირაში ევროპაში საგანგებო სამიტებისთვის ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს.

„ვიზიტი ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევის უწყვეტობაზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება“, - დაწერა ფსაკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

CNN-ის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი გაეროში ლინდა თომას-გრინფილდიც, რომლის თანახმადაც „ეს არ განიხილება“.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 19 მარტს CNN-ს განუცხადა, რომ ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში იქნება "ჩვენდამი სოლიდარობის სიმბოლო". პოროშენკომ დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი "უკიდურესად სწორი ნაბიჯი იქნება იმის სადემონსტრაციოდ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენთან ერთად არის რუსეთის წინააღმდეგ".

IPN