"პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე არ არის ქართველი ვოლონტიორების საჭიროება. უაზროდ სიარული, რომ ფოტოები გადაიღოთ პიარისთვის, უხერხულია!" - კვირის პალიტრა

"პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე არ არის ქართველი ვოლონტიორების საჭიროება. უაზროდ სიარული, რომ ფოტოები გადაიღოთ პიარისთვის, უხერხულია!"

Mercedes-Benz Fashion week-ის დამ­ფუძ­ნებ­ლი სოფო ჭყო­ნია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა-პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­თან მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ სა­ზღვარ­ზე ამ­ჟა­მად ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის.

მისი თქმით, იქ ბევ­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­სა­პი­ა­რებ­ლად და "სელ­ფე­ბის გა­და­სა­ღე­ბად" ჩა­დის, რაც უხერ­ხუ­ლია.

"პო­ლო­ნე­თი-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე არ არის სა­ჭი­რო­ე­ბა ქარ­თვე­ლი ვო­ლონ­ტი­ო­რე­ბის თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი არ ხართ! უაზ­როდ სი­ა­რუ­ლი რომ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღოთ, ფული შე­აგ­რო­ვოთ სა­კუ­თა­რი მო­გე­ბის­თვის, პი­ა­რის­თვის უბ­რა­ლოდ უხერ­ხუ­ლია! პო­ლო­ნეთს იდე­ა­ლუ­რად აქვს და­ლა­გე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი და არ ჭირ­დე­ბათ არა­ფე­რი! დახ­მა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის შე­გიძ­ლი­ათ სხვა ფორ­მე­ბი­თაც! ისე სა­ქარ­თვე­ლო­შიც ძა­ლი­ან ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი" - წერს სოფო ჭყო­ნია "ფე­ის­ბუქ­ში".