ადვოკატი ვასილ მამულაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს - კვირის პალიტრა

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა შოთა კახიძემ განუცხადა, მამულაშვილი ადმინისტრაციული წესით პროფესიული უფლებამოსილების განხორციელების დროს დააკავეს.

კახიძის განმარტებით, პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და ადვოკატი საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის დროს აიყვანეს.

როგორც კახიძე აცხადებს, მამულაშვილმა აღნიშნული მოქმედებების დროს შენიშვნა გამოთქვა და მისი ოქმში დაფიქსირება მოითხოვა, რასაც გამომძიებლებისა და პოლიციელების გაღიზიანება მოჰყვა.

IPN