ვოლოდიმირ ზელენსკი ქნესეთს: "ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, მაგრამ ჩვენს მეზობლებს ჩვენი მკვდრად ხილვა სურთ" - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკი ქნესეთს: "ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, მაგრამ ჩვენს მეზობლებს ჩვენი მკვდრად ხილვა სურთ"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქნესეთში ვირტუალური გამოსვლისას ისრაელის გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის გოლდა მეირის ციტირება მოახდინა და აღნიშნა „ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, მაგრამ ჩვენს მეზობლებს სურთ ჩვენი მკვდრად ხილვა“.

ამ სიტყვებით, უკრაინის პირველმა პირმა პირდაპირი პარალელი გაავლო უკრაინასა და ისრაელის ისტორიას შორის, კერძოდ ებრაელთა და არაბთა მტრობაზე.

„ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის“, - დასძინა ზელესკიმ.

IPN