ლია ახეჯაკოვას შესაძლოა სახალხო არტისტის წოდება ჩამოართვან, რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობის გამო
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ჯილდოების კომისია მზადაა განიხილოს წინადადება იმ ხელოვანებისთვის სახელმწიფო წოდებებისა და ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ, რომლებმაც დაგმეს უკრაინაში მიმდინარე რუსული "სპეცოპერაცია".
ინიციატივის ავტორია დუმის დეპუტატი ეკატერინა სტენიაკინა.
NEWS.ru - სთან ინტერვიუში სტენიაკინამ გააკრიტიკა ცნობილი რუსები, რომლებიც ქვეყნიდან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო წავიდნენ. მისი თქმით, სახელმწიფო ჯილდოების მქონე პირი არ შეიძლება იყოს არაპატრიოტი. დეპუტატმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი მაქსიმ გალკინის, ვერა ბრეჟნევასა და მსახიობ ლია ახეჯაკოვას განცხადებებზე გააკეთა.
"როდესაც საჯარო პირს მინიჭებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები ან საპატიო წოდება, ეს დამატებით პასუხისმგებლობაა, ვინაიდან მათ ჰყავთ თაყვანისმცემლებისა და მიმდევრების დიდი აუდიტორია. შესაბამისად, მათი ქმედებები ბევრისთვის გარკვეული დოგმაა. დაუშვებელია როგორც გაუცნობიერებელი ქცევა და განცხადებები ”- განაცხადა სტენიაკინმა.
რუსული მედიის ცნობით, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ჯილდოების შესახებ დებულება ადგენს, რომ საპატიო წოდების ან სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. რუსეთის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო ჯილდოების კომისიის ხელმძღვანელს, დიმიტრი მირონოვს, სტენიაკინამ დებულებაში კიდევ ერთი პუნქტის დამატება შესთავაზა: სიტყვები ან ქმედებები, რომლებიც შეიძლება განიმარტოს, როგორც შეურაცხმყოფელი ქვეყნის მიმართ.
ცნობისთვის, მაქსიმ გალკინმა ალა პუგაჩოვასთან ერთად რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ცოლ-ქმარმა ომის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ამის შემდეგ გალკინს რუსეთში ყველა გამოსვლა გაუუქმეს.
ოჯახთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ვარკვლავური ოჯახი იძულებული გახდა რუსეთის ფედერაცია დაეტოვებინა, რადგან ეშინიათ შვილების მომავლის.
რაც შეეხება ლია ახეჯაკოვას, მან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე არაერთი განცხადება გაავრცელა. განარგძეთ კითხვა