"ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე" - მარიუპოლის მერის მრჩეველი - კვირის პალიტრა

"ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე" - მარიუპოლის მერის მრჩეველი

შეუძლებელია ენდო მოსკოვის დაპირებებს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ BBC-ს განუცხადა.

მისი თქმით, ქალაქი არ შეწყვეტს თავის დაცვას.

„ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე “, - აღნიშნა ანდრიუშენკომ.

ანდრიუშენკომ დაადასტურა, რომ რუსული ძალები ქალაქის მცხოვრებლებს რუსეთში გადასვლას აიძულებს.

"როდესაც ისინი [რუსული ძალები] საუბრობენ ჰუმანიტარულ დერეფნებზე, რას აკეთებენ სინამდვილეში? სინამდვილეში ისინი ჩვენს ხალხს რუსეთში ევაკუაციას აიძულებენ," - აღნიშნა მერის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა მარიუპოლის ოფიციალურ პირებს ქალაქის ნებაყოფლობით ჩასაბარებლად ვადა ადგილობრივი დროით დილის 5:00 საათამდე მისცა.

ინტერპრესნიუსი