მარგო ლუჩკო უკრაინაში დაკარგულ ნათესავებს ეძებს - "არც ტელეფონის ნომრები, არც სოციალური ქსელები, არაფერი აღარაა ხელმისაწვდომი" - კვირის პალიტრა

მარგო ლუჩკო უკრაინაში დაკარგულ ნათესავებს ეძებს - "არც ტელეფონის ნომრები, არც სოციალური ქსელები, არაფერი აღარაა ხელმისაწვდომი"

მარ­გო ლუ­ჩკო უკ­რა­ი­ნა­ში და­კარ­გულ ნა­თე­სა­ვებს ეძებს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს. რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წერს, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ტე­ლე­ფო­ნით ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. რო­გორც ambebi.ge-სთან რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, ის დე­დით რუ­სია, მა­მით კი - უკ­რა­ი­ნე­ლი. მისი თქმით, ასე­თი შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია და დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მათ უჭირთ.

მარ­გო ლუ­ჩკო:

"მე­გობ­რე­ბი, დე­ი­დას და ბი­ძა­ჩემს ვე­ძებ. ლუ­ჩკო არ­კა­დი (და­ი­ბა­და 1959 წელს), ლუ­ჩკო ოლგა (და­ი­ბა­და 1965 წელს) და ასე­ვე ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ლუ­ჩკო რო­მა­ნი და მისი ოჯა­ხი. ისი­ნი ბო­ლოს იყ­ვნენ უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ვი­ნი­ცა­ში, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ისი­ნი ლუცკ­ში იყ­ვნენ. სამ­წუ­ხა­როდ, არც ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, არც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, არა­ფე­რი აღა­რაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი…. შე­საძ­ლოა ზო­გი­ერთ თქვენ­განს ნა­ნა­ხი ჰყავ­დეს ან იცო­დეს სად არი­ან... ჩვენ მათ ვე­ძებთ... ფო­ტო­ე­ბი ძვე­ლია, მაგ­რამ მჯე­რა, რომ ერ­თმა­ნეთს ვი­პო­ვით!

წყარო