შეარჩიე სასურველი უძრავი ქონება area.ge-ზე - კვირის პალიტრა

შეარჩიე სასურველი უძრავი ქონება area.ge-ზე

შესაძლოა ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებობს ყიდვა - გაყიდვის საიტები, თუმცა, პლატფორმა, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა საჭირო სერვისს უძრავი ქონების შეძენა - გაყიდვა - გაქირავებისთვის არის area.ge.

არეას ციფრულ სივრცეში თავს იყრის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული განცხადებები, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება და მრავალფეროვნდება. იმის მიხედვით თუ რა ტიპის ქონებითაა დაინტერესებული ადამიანი, არეა წარმოადგენს მეორეულ, მშენებარე და ახალაშენებულ პროექტებს.

განცხადებებში ნათლადაა წარმოდგენილი ქონების მდგომარეობა, რათა მაძიებელს შეექმნას რეალური წარმოდგენა მასზე. ტექსტში გადმოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რითაც უძრავი ქონების ყიდვის დროს ინტერესდებიან ხოლმე.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის არეას საძიებო ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებელს ეხმარება მარტივად და სწრაფად მოძებნოს მისთვის სასურველი ქონება. სპეციალურად წარმოდგენილი ფილტრის მეშვეობით შესაძლებელია მოინიშნოს ის უბანი, სადაც ეძებთ ბინას, ან თუნდაც მიეთითოს ფართი, ოთახების რაოდენობა, სართული ან ნებისმიერი სხვა მახასიათებელი. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით არეა მაძიებელს შესთავაზებს სწორედ იმ განცხადებებს, რომელიც მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამით რასაკვირველია მარტივდება ძიების პროცესი და მოკლე დროშია შესაძლებელი სასურველი ქონების პოვნა.

რა ტიპის უძრავი ქონებაა წარმოდგენილი Area-ზე?

area.ge საკუთარ პლატფორმაზე წარმოადგენს ყველა ტიპის უძრავ ქონებას - საცხოვრებელ სახლებს, ბინებს, როგორც ძველ პროექტებში, ასევე ახალაშენებულ კორპუსებში, ასევე მშენებარე პროექტებს. აღსანიშნავია, რომ არეას და დეველოპერული სექტორის პარტნიორობის შედეგად პლატფორმაზე განთავსებულია საქართველოში არსებული თითქმის ყველა მშენებარე პროექტი, რომლის დეტალურად დათვალიერება რასაკვირველია არეას საიტზეა შესაძლებელი.

პანდემიის პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზე, არეაზე მათი მოძებნაცაა შესაძლებელი. განცხადებაში, როგორც წესი, მითითებულია ისეთი დეტალები, როგორიცაა საკადასტრო კოდი, ფართობი, მდებარეობა, ინფორმაცია ირგვლივ არსებულ ინფრასტრუქტურაზე და.ა.შ.

კომპანიები დისტანციური რეჟიმიდან აქტიურად ბრუნდებიან ოფისებში, თუ კომერციულ ფართს ან ოფისს ეძებთ, მარტივად საპოვნელად - არეა ნამდვილად საუკეთესოა. ხედები, ფართი, ოთახების რაოდენობა, შეხვედრების ოთახი/ოთახები ყველა წვრილმანის გათვალისწინებითაა შესაძლებელი ოფისის მოძიება არეაზე.

მოითხოვე იპოთეკური სესხი ონლაინ

ერთ-ერთი საკვანძო საკითხი უძრავი ქონების შეძენისას სრული თანხის მობილიზებაა, თუმცა, თუ ამ ეტაპზე გარკვეული ნაწილი მოაგროვეთ, მაგრამ შერჩეული ქონება ბევრად მეტი ღირს, იპოთეკური სესხის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ დღეს და გადაიხადოთ ხვალ.

ნუ შეშინდებით ბიუროკრატიული საკითხებით, რადგან იპოთეკური სესხის მოთხოვნა უკვე შესაძლებელია დისტანციურად, ფილიალში მიუსვლელად და ერთდროულად 3 ბანკში. არეას საიტზე წარმოდგენილი იპოთეკური სესხის ფუნქციონალი, რომელიც აპლიკაციის შევსების საფუძველზე იძლევა საშუალებას გააგზავნოთ მოთხოვნა ბანკში, მანამდე კი სესხის კალკულატორის მეშვეობით გამოითვალოთ რა თანხის აღება მოგიწევთ ქონების შესაძენად, რამდენი იქნება ყოველთვიურად შესატანი თანხა, რა ვადაზე გადანაწილდება სესხი და.ა.შ. დადებითი პასუხის შემთხვევაში ბანკის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ და განაგრძობს სესხის აღების პროცედურას. ასე მარტივად შეგიძლიათ აიღოთ სესხი არეას საიტიდან და შეიძინოთ უძრავი ქონება.