"ცუდი განზრახვა არ მქონია, მაგრამ ამ ხალხს გააგებინებ?!" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ლიფტში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხია: პასუხი მწვავე კრიტიკაზე (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ცუდი განზრახვა არ მქონია, მაგრამ ამ ხალხს გააგებინებ?!" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ლიფტში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხია: პასუხი მწვავე კრიტიკაზე (ვიდეო)

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, ლიფ­ტშია გა­და­ღე­ბუ­ლი, დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. კად­რებ­ზე ჩანს, რო­გორ ჩა­მო­ხია გო­გო­ნამ ლიფ­ტის კედ­ლე­ბი­დან უკ­რა­ი­ნის დრო­შა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არ­სე­ბუ­ლი მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ მ.ე.-მა, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, დრო­შის ჩა­მო­ხე­ვა სწო­რი საქ­ცი­ე­ლი არ იყო, თუმ­ცა იქვე გან­მარ­ტავს, რომ ცუდი გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია.

"არა­ვი­თა­რი ცუდი გან­ზრახ­ვა და მი­ზა­ნი არ მქო­ნია. მე რა­ტომ ჩა­მოვხსე­ნი, იცი? იმ ტიპს ვუ­თხა­რი, ამას ვინც აკე­თებს, გულ­ში გრძნო­ბა არ აქვს-მეთქი. აკ­რა­ვენ გა­რეგ­ნუ­ლად, ვი­თომ სო­ლი­და­რო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

გულ­ში უნდა იყოს ეს და არა იერ­სა­ხით. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ერთ კაცს ჩუს­ტე­ბი ეცვა, ყვი­თელ და ლურჯ ფე­რებ­ში, ეს ნორ­მა­ლუ­რია? სწო­რედ ამი­ტომ გა­ვა­კე­თე. დრო­შის ჩა­მო­ხე­ვა სწო­რი არ არის და არ ვამ­ბობ, რომ სწო­რი საქ­ცი­ე­ლია, მაგ­რამ მი­ზა­ნი სულ სხვა მქონ­და და ამ ხალ­ხს ხომ ვერ გა­ა­გე­ბი­ნებ?!" - ამ­ბობს მ.ე. "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

წყარო