"უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი უკან დახია. რუსეთს აღარ სურს ზელენსკის შეცვლა ან უკრაინის დემილიტარიზაცია" - რას აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი? - კვირის პალიტრა

"უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი უკან დახია. რუსეთს აღარ სურს ზელენსკის შეცვლა ან უკრაინის დემილიტარიზაცია" - რას აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი?

რუსეთს აღარ სურს ზელენსკის შეცვლა ან უკრაინის დემილიტარიზაცია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

ისრაელის მედიასაშუალების ცნობით, როგორც მან აღნიშნა, უკრაინა აღარ ითხოვს ნატო-ში გაწევრიანებას.

ისრაელის პრემიერ - მინისტრის განმარტებით, რუსები აღარ ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაყენებას და უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას, ხოლო უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი უკან დახია.

„ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ შუამავლობას, მაგრამ წინ დიდი გზაა. ისრაელმა დაიჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ორივე მხარესთან უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდეს. ეს კომუნიკაცია გულწრფელი, ღიაა და შესაძლოა რამეს მივაღწიოთ. ჩვენ გავაგრძელებთ სხვა მეგობრებთან ერთად მხარეებს შორის ხიდის დადებას, რათა ომი დასრულდეს. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"