კვარაცხელია რუსეთში აღარ დაბრუნდება?! - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული პრესა და "რუბინის" პრესსამსახური - კვირის პალიტრა

კვარაცხელია რუსეთში აღარ დაბრუნდება?! - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული პრესა და "რუბინის" პრესსამსახური

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, "რუბინს" აღარ დაუბრუნდეს. Match TV-ის ინფორმაციით, ეს იმითაა განპირობებული, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ კლუბში ასპარეზობის გამო კვარაცხელიას ოჯახზე დიდი ზეწოლაა.

ადგილობრივი "სპორტ-ექსპრესი" ქართველი ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის სამი ჩემოდნითაა და წერს - "კვარაცხელია ნაკრებში სათამაშოდ მიდის, მაგრამ რაღაც ბევრი ჩემოდანი მიაქვს... ეს "რუბინიდან" გაქცევაა?!"

რუსულ პრესაში ხვიჩას შესაძლო წასვლაზე "რუბინის" პრესსამსახურის განცხადებაც ვრცელდება:

"ხვიჩა ნაკრებში საასპარეზოდ გაემგზავრა. დაუბრუნდება თუ არა ის "რუბინს", ამას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გავიგებთ. მუქარა მისი ოჯახის მიმართ? ამაზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია..."

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადაბარგებაზე.

sportall.ge