"თუ დავმარცხდებით უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე" - კვირის პალიტრა

"თუ დავმარცხდებით უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე"

"თუ დავ­მარ­ცხდე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში, თუ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­მარ­ცხდე­ბი­ან, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, თუ სხვა რა­მის გა­სა­კე­თებ­ლად საკ­მა­რი­სი ძალა ექ­ნე­ბა, მი­უბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და აი­ღებს კონ­ტროლს მას­ზე, მი­უბ­რუნ­დე­ბა მოლ­დო­ვას და და­ამ­ყა­რებს კონ­ტროლს. შემ­დეგ ის და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ნატო-ს, ეც­დე­ბა ნატო-ს დაშ­ლას და და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ჩვენს დე­მოკ­რა­ტი­ას", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის თავ­დაც­ვის მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, ნა­ტოს სა­მი­ტის ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა ევე­ლინ ფარ­კას­მა CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თი არ გა­ჩერ­დე­ბა, თუ ის უკ­რა­ი­ნა­ში არ იქ­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი.

"ვერ ვი­ტან სი­ტყვას : "რუ­სე­თის პრო­ვო­ცი­რე­ბა". თუ ვინ­მეა პრო­ვო­კა­ტო­რი, ეს რუ­სე­თია. რუ­სეთ­მა აირ­ჩია ეს ომი და რუ­სეთ­მა აირ­ჩია და­ე­ხო­ცა უდა­ნა­შა­უ­ლო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი. ამი­ტომ ცხა­დია, ისი­ნი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი არი­ან.

არ­სე­ბობს შე­კი­თხვა ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე. დიახ. ეს სი­ტყვა უფრო მომ­წონს. ჩვენ არ გვინ­და ეს­კა­ლა­ცია, ჩვენ არ გვინ­და ისე­თი რა­მის გა­კე­თე­ბას, რაც გა­მო­იწ­ვევს რუ­სე­თის მხრი­დან ეს­კა­ლა­ცი­ას.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ არ შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად გვე­ში­ნო­დეს ეს­კა­ლა­ცი­ის, რომ გა­მოვ­რი­ცხოთ ისე­თი ქმე­დე­ბე­ბი, რი­თიც უკ­რა­ი­ნე­ლებს რე­ა­ლუ­რად და­ვეხ­მა­რე­ბით. ასე რომ, რის­კე­ბი ფრთხი­ლად უნდა შე­ვა­ფა­სოთ, მაგ­რამ მზად უნდა ვი­ყოთ ზო­გი­ერ­თი რის­კის მი­სა­ღე­ბად,“- აღ­ნიშ­ნა ნატო-ს სა­მი­ტის ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა.

IPN