"პრობლემას არ წარმოადგენს, როდესაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში "გამორბიან" - კვირის პალიტრა

"პრობლემას არ წარმოადგენს, როდესაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში "გამორბიან"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის იმ მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს საქართველოში შემოვიდნენ, ნორმალურია და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

მისივე განცხადებით, პრობლემას არ წარმოადგენს, როდესაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში "გამორბიან".

„არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ ადამიანები გამორბიან, როდესაც არ მოსწონთ იქ არსებული მდგომარეობა, სიტუაცია. მე ვფიქრობ, ბევრისთვის, ვინც ნორმალურად აზროვნებს, არ უნდა იყოს მოსაწონი, როდესაც თავისი ქვეყანა უცხო ქვეყანაში იჭრება, იწყებს საომარ მოქმედებებს. ბევრი ადამიანია, ვინც ცივილურად აზროვნებს და თავისი ქვეყნის ამგვარი ქმედება არ მოსწონს", - განაცხადა კალაძემ.

IPN