იტალიას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სურს - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისი? - კვირის პალიტრა

იტალიას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სურს - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისი?

იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის ოფისმა განაცხადა, რომ იტალიას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.

დრაგის თქმით, უკრაინამ, რუსეთის შეჭრას, გმირული წინააღმდეგობა გაუწია და ასევე პირობა დადო, ბრძოლებისგან გამოქცეული ლტოლვილებისა და სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ.

"რუსეთის ხელისუფლების ამპარტავნება უკრაინელი ხალხის ღირსებას შეეჯახა, რომელთაც მოსკოვის ექსპანსიონისტური მიზნების შეკავება და დამპყრობელი სამხედროებისთვის უზარმაზარი ფასის დაკისრება მოახერხეს", - განუცხადა იტალიის ლიდერმა პარლამენტს.

"ინტერპრესნიუსი"