ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, გადაწყვიტეს, რომ რუსეთი "დიდი ოცეულის" მთავარი ეკონომიკის ჯგუფიდან უნდა გაირიცხოს - კვირის პალიტრა

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, გადაწყვიტეს, რომ რუსეთი "დიდი ოცეულის" მთავარი ეკონომიკის ჯგუფიდან უნდა გაირიცხოს

პოლონურმა მხარემ განაცხადა, რომ მათ, გასულ კვირას, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, მიიღეს დადებითი პასუხი წინადადებაზე, რომ რუსეთი "დიდი ოცეულის" მთავარი ეკონომიკის ჯგუფიდან უნდა გაირიცხოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა პიოტრ ნოვაკმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი განიხილება.

"შეხვედრების დროს, ჩვენ გამოვთქვით წინადადება, რუსეთის ,,დიდი ოცეულიდან" გამორიცხვის შესახებ, რასაც დადებითი პასუხი და მოწონება მოჰყვა. საქმე პრეზიდენტ ბაიდენს უნდა გადაეცეს", - განაცხადა ნოვაკმა.

ნოვაკმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი, ჯინა რაიმონდოც იმყოფებოდა.

როგორც Reuters-ი იუწყება, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მხრიდან, რეაგირება არ ყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"