"უკომპრომისო, რისკიანი" - ვინ არის "აზოვის ბატალიონის" ლიდერი ანდრეი ბილეცკი?
"აზოვის ბატალიონი", მისი ლიდერი ანდრეი ბილეცკი და გზა, რომელიც 2014 წლიდან აქამდე გაიარეს, მუდმივი ყურადღების ცენტრშია. რუსეთში კრემლის პროპაგანდისტული მანქანების მთელი ძალისხმევა მიმართულია ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად წარმოსაჩენად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორგანიზაცია ომამდე ექსტრემისტულ დაჯგუფებად დასავლურ მედიაშიც არაერთხელ იყო მოხსენიებული.
ომის დაწყების პირველ დღეებში კრემლის მედია წერდა, რომ ანდრეი ბილეცკის და მის "ასფალტის ჯარისკაცებს" მარიუპულში "სიცოცხლის დატოვება" მოუწევდათ, მაგრამ როგორც ბევრი სხვა რამ, ეს მოლოდინიც არ გამართლდა. მეტიც, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველ დღე, როგორც ადამიანური რესურსის, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით, ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ.
მოკლედ, აზოვის ბატალიონისა და ადგილობრივი მოსახლეობის თავდადების ფასად, არ ნებდება ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი, სადაც ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.
თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები აზოვის ზღვის სანაპირო ზოლს დაიკავებენ, ამას მარიუპოლის ზღვაზე გასასვლელად გამოიყენებენ. ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებში შედის ქალაქი ხერსონიც, რადგან ყირიმის ნახევარკუნძულზე წყალი უკრაინიდან შედიოდა, მთავარი გამანაწილებელი კი, ხერსონთან სწორედ მდებარეობს...
თუმცა აზოვის ბატალიონი მათ ჩანაფიქრის განხორციელების უფლებას არ აძლევს. ცნობისთვის, ბატალიონის წევრების მომზადებაში, 2014 წლიდან დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ სამხედროებსაც.
რუსეთის მოთხოვნაზე, დაყარონ იარაღი და გამოაცხადონ კაპიტულაცია, ქალაქის ხელმძღვანელობამ, დარჩენილმა მოსახლეობამ და აზოვის ბატალიონმა მტკიცე უარი განაცხადეს. ქალაქში, რომლის შენობების 80-90 % განადგურებულია, ბრძოლა გრძელდება.
file.liga.net-ის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, ის 1979 წლის 5 აგვისტოს, ხარკოვში დაიბადა, 2001 წელს ადგილობრივი უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა. მისი სადიპლომო ნამუშევარი უკრაინის მეამბოხე ჯარებს ეძღვნებოდა.
სწავლის კვალდაკვალ, ხარკოვის სხვადასხვა სასწავლებლებში უკრაინის სამხედრო ისტორიას ასწავლიდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. იხილეთ სრულად