უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ვირტუალურად, ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას - კვირის პალიტრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ვირტუალურად, ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ვირტუალურად, ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამ კვირის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters, Interfax News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს ზელენსკი მონაწილეობას, ჯერ კიდევ მუშავდება.

შეგახსენებთ, 24 მარტს ნატოს საგანგებო სამიტი გაიმართება. სამიტს დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

"ჩვენ განვიხილავთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჩვენ მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნატოს თავდაცვის და შეკავების შემდგომ გაძლიერებას. ამ კრიტიკულ დროს ამერიკამ და ევროპამ უნდა განაგრძოს ერთად დგომა“, - დაწერა სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ "ტვიტერზე".

"ინტერპრესნიუსი"