ორმაგი რეკორდსმენი "დარვინის ობობა" - კვირის პალიტრა

ორმაგი რეკორდსმენი "დარვინის ობობა"

ბიოლოგებმა მადაგასკარზე 2001 წელს აღმოჩენილ უნიკალურ ახალ ობობას "დარვინის ობობა" -  Caerostris darwini უწოდეს. ახლახან კი იგი ჩარლზ დარვინის 150 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური შესწავლის ობიექტიც გახდა. მწერი ორმაგ რეკორდსმენად აღიარეს - აღმოჩნდა, რომ ობობებს შორის მისი ქსელი ყველაზე დიდია, - დაახლოებით 3 კვმ, მეორე რეკორდი კი ისაა, რომ თავის ძალიან მტკიცე ძაფს 25 მ მანძილზე "გამოისვრის"! მეცნიერთა გამოკვლევით, "დარვინის ობობას" ძაფის სიმტკიცე სხვა ობობებისას სულ ცოტა, 10-ჯერ აღემატება და ზემტკიცე ქსოვილის დასამზადებლად უნიკალურ მასალას წარმოადგენს.