რუსეთის ელჩის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღებას აპირებს - კვირის პალიტრა

რუსეთის ელჩის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღებას აპირებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ელჩმა ინდონეზიაში ლუდმილა ვორობიევამ განაცხადა. მისი განცხადება ზოგიერთი ქვეყნის მოწოდებას მოჰყვა, რომ რუსეთი G20-დან გარიცხონ.

„არა მხოლოდ G20, არამედ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რუსეთის გარიცხვას. დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, დიდი ოცეულის სამიტს, მიმდინარე წელს სწორედ ინდონეზია მასპინძლობს. ის 30-31 ოქტომბერს გაიმართება.

IPN