რუსებმა კიევის ორი რაიონი დაბომბეს, არიან დაშავებულები
უკრაინის რადას დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, რუსებმა კიევის ორი რაიონი დაბომბეს. მისი თქმით, ნივკში საცხოვრებელ კორსპუსებზე თავდასხმა BM-21 Grad-ით (გრადი) განხორციელდა.
„დამპყრობლებმა კიევს (ნივკი) გრადებით დაარტყეს, არიან დაშავებულები. მონსტრებო, რას აკეთებთ", - წერს ის.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა ასევე დააზიანეს შენობები სვიატოშინსკისა და შევჩენკოს რაიონებში.
IPN