"მიშა ომის დასრულების შემდეგ მიიღებს 10 000 დოლარს" - რუსმა ჯარისკაცმა უკრაინას ჯილდოს სანაცვლოდ ტანკი მიუყვანა - კვირის პალიტრა

"მიშა ომის დასრულების შემდეგ მიიღებს 10 000 დოლარს" - რუსმა ჯარისკაცმა უკრაინას ჯილდოს სანაცვლოდ ტანკი მიუყვანა

რუს­მა ჯა­რის­კაც­მა ჯილ­დოს სა­ნაც­ვლოდ, უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს ტან­კი მი­უყ­ვა­ნა. "უკ­რინ­ფორ­მის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ვიქ­ტორ ან­დრუ­სო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, პო­ლი­ცი­ა­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, რომ­ლი­თაც რუ­სე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ტე­ლე­ფო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მათ მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­ან, თუ რო­გორ ჩა­ბარ­დნენ ტყვედ რუ­სე­ბი და რო­გორ ჩა­ა­ბა­რონ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს ტექ­ნი­კა.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაგ­ვი­კავ­შირ­და ვინ­მე „მიშა“, რო­მე­ლიც ეკი­პაჟს შო­რის მარ­ტო დარ­ჩა, რად­გან და­ნარ­ჩე­ნე­ბი სახ­ლში გა­ი­პარ­ნენ, ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ში კი თა­ვად აზრს ვერ ხე­დავ­და. სახ­ლში ვერ დაბ­რუნ­დე­ბო­და, რად­გან მე­თა­უ­რი დახ­ვრე­ტით და­ე­მუქ­რა", - გა­ნა­ცხა­და ან­დრუ­სოვ­მა.

მისი თქმით, რუს­მა ჯა­რის­კაც­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის ჯა­რის მარ­თვა ქა­ო­ტუ­რია, ან სა­ერ­თოდ ვერ ხდე­ბა და ჯარი დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლია.

"მი­შამ ცხოვ­რე­ბის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი მი­ი­ღო, ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, მი­ღებს 10 000 დო­ლარს და შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც“ , - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცი ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე კომ­ფორ­ტულ პი­რო­ბებ­ში იცხოვ­რებს, სა­დაც იქ­ნე­ბა ტე­ლე­ვი­ზო­რი, ტე­ლე­ფო­ნი, სამ­ზა­რე­უ­ლო და აბა­ზა­ნა.

ambebi.ge