"ასე მგონია, რეალობას მოვწყდი... რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ" - კვირის პალიტრა

"ასე მგონია, რეალობას მოვწყდი... რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ"

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ძმის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ომში დაიღუპა...

"ასე მგონია, რეალობას მოვწყდი. მოგონებებში ვცხოვრობ და მოგონებებს დავტირი. 54 წელი შენთან ერთად... დაწყებული პირველი სიტყვით, რომელიც დედაჩემს უთხარი ფაფის ჭამის დროს - გაგაქავ... დამთავრებული შენი ბოლო წერილით... უამრავი სიხარულით და ბედნიერებით... ჩემზე და ჩემ შვილებზე ზრუნვით.

ბიჭებს რომ ვერ ვერეოდი, ბახვას ვურეკავ, მე მოვრჩი თქვენთან ჭიდაობას-თქო და... ოღონდ შენთან არ ჩამეშვა, პატარა ბავშვებივით მიყურებდნენ თვალებში... როგორც ქვემოთ, ფოტოზე, ასე იყვნენ გაშეშებულები შენთან.

რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ... როდესაც ტირი და იმედის სხივი გულის კუნჭულში მაინც ანათებს და... ისევ ხვდები, რომ მოგონებებს დასტირი...

რა მტკივნეული ყოფილა ეს იმედის სხივი... იქნებ... იქნებ... იქნებ... ბახვანხულა, ბახვანხო, ბახულია, გეხვეწები რააა... მამიდა ამბობს, დაველოდებიო... მე ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს... არ ვიცი... რეალობას მოვწყდი...", - წერს ხოფერია.

foto-1648035786.jpg