"ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში..." - რატომ ბრუნდება დომენიკ მანგო საქართველოში - კვირის პალიტრა

"ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში..." - რატომ ბრუნდება დომენიკ მანგო საქართველოში

ბლო­გე­რი დო­მე­ნიკ მან­გო საკუთარ ფე­ის­ბუკგვერდზე წერს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მისი მი­სია დას­რუ­ლე­ბუ­ლია და მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა:

"ჩემი მი­სია დას­რუ­ლე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნა­ში. მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ გა­და­მე­კი­და რუ­სუ­ლი მე­დია (და შე­სა­ბა­მი­სად გავ­ხდი რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სის მი­ზა­ნი), ის არის, რომ ასამ­დე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ქარ­თვე­ლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე უკ­რა­ი­ნა­ში.

ეს ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ ქარ­თულ ლე­გი­ონ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ ომის და­წყე­ბის მე­სა­მე დღი­დან უკვე გზა­ში ვი­ყა­ვით და ჩვენ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­დან, ვინც უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მო­ვე­დით.

ასე­ვე ათო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი დევ­ნი­ლი გა­ვა­რი­დე იმ დამ­ქან­ცველ შე­ყოვ­ნე­ბის პუნ­ქტს და ამ აქ­ტი­ვო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას კი­დევ ვა­პი­რებ. ძა­ლი­ან ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვარ ამ საქ­მის გამო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა კი­დევ ერთი პა­ტა­რა მტე­რი ავი­კი­დე, რუ­სე­თი. მალე დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­ნამ­დე ფილ­ტვე­ბი და ბრონ­ქე­ბი უნდა ვიმ­კურ­ნა­ლო, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყა ცოტა.

ეს ბი­ჭე­ბი ჩემი ძმე­ბი და მა­მე­ბი არი­ან! მალე დამ­თავ­რდე­ბა ეს ომი და ისი­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

მიყ­ვარ­ხართ", - წერს მან­გო.