"ვფიქრობ, რომ ეს რეალური საფრთხეა" - რას აცხადებს ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე?
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას რუსეთის მიერ ქიმიური იარაღი გამოყენების მუქარა რეალურია.
ამის შესახებ მან ევროპაში ვიზიტის დაწყებამდე თეთრი სახლის დატოვებისას განაცხადა.
CNN-ის ჟურნალისტის კითხვაზე უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოყენების მუქარასთან დაკავშირებით, ბაიდენმა განაცხადა: „ვფიქრობ, რომ ეს რეალური საფრთხეა“.
მისი თქმით, ის თავის შიშებს ევროპელ ლიდერებსაც გაუზიარებს.
"ამას ვეტყვი მათ პირდაპირ, ვეტყვი ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ვუთხრა და ამას ვეტყვი, როცა ევროპაში ჩავალ“, - განაცხადა ბაიდენმა.
"ინტერპრესნიუსი"