"მოლოდინი მაქვს, რომ ლიდერები დათანხმდებიან ნატოს პოზიციის გაძლიერებას ყველა მიმართულებით" - კვირის პალიტრა

"მოლოდინი მაქვს, რომ ლიდერები დათანხმდებიან ნატოს პოზიციის გაძლიერებას ყველა მიმართულებით"

ხვალ, მე ველი, რომ მოკავშირეები დათანხმდებიან უკრაინის მიმართ დამატებით მხარდაჭერას, მათ შორის კიბერუსაფრთხოების კუთხით, ასევე აღჭურვილობის, რომელიც დაეხმარება უკრაინას დაიცვას თავი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან , - ამის შესახებ ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე დასძინა, რომ უკრაინას გაეროს ქარტიის თანახმად აქვს თავდაცვის უფლება და რომ ალიანსი ეხმარება უკრაინელებს ამ ფუნდამენტური უფლების დაცვაში.

ნატოს გენმდივანმა აღნიშნა, რომ ყველა მოკავშირის დასაცავად, ნატო სისწრაფითა და ერთიანობით მოქმედებდა.

"ახლა ასობით ათასი მოკავშირეთა ჯარები, ალიანსის მასშტაბით, გაძლიერებულ მზადყოფნაშია. ევროპაში იმყოფება ასი ათასი ამერიკელი ჯარისკაცი და 40 000 სამხედრო, ნატოს უშუალო მეთაურობით, ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში არიან განლაგებულნი”, - განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ხვალინდელ სამიტზე დასავლელი ლიდერები შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

"მოლოდინი მაქვს, რომ ლიდერები დათანხმდებიან ნატოს პოზიციის გაძლიერებას ყველა მიმართულებით, ჩვენი ძალების მნიშვნელოვანი გაზრდით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში,ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში. პირველი ნაბიჯი არის ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განლაგება ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში არსებულ ძალებთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეყოლება ნატოს რვა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი აღმოსავლეთ ფლანგზე ბალტიის ზღვიდან დაწყებული შავ ზღვამდე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

"ინტერპრესნიუსი"