რუსეთი "არამეგობარ" ქვეყნებზეც დაიწყებს გაზის გაყიდვას - რით ხსნის გადაწყვეტილების მიზეზს პუტინი?
დღეს, ვლადიმერ პუტინმა, მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი "არამეგობარ" ქვეყნებზეც დაიწყებს გაზის გაყიდვას, მაგრამ ტრანზაქცია მხოლოდ რუსულ რუბლში განხორციელდება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უცხო ქვეყნების მიერ რუსეთის აქტივების გაყინვა და მოსკოვის ნდობის დაკარგვა გახდა.
ის ფაქტი, რომ ევროპის ქვეყნები რუსულ გაზზე და სხვა ექსპორტზე დამოკიდებულები არიან, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
"რუსეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას იმ მოცულობების და ფასების შესაბამისად, რაც ადრე დადებულ კონტრაქტებშია დაფიქსირებული. ცვლილებები მხოლოდ გადახდის ვალუტას შეეხება, ის რუსული რუბლით შეიცვლება... ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საქმიან რეპუტაციას, როგორც სანდო პარტნიორსა და მიმწოდებელს" - თქვა პუტინმა მინისტრებთან შეხვედრისას.