აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა

აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა. ის 84 წლის იყო.

ოლბრაიტი იყო პრეზიდენტი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა. იგი მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, უბიძგებდა ალიანსს ჩარეულიყო ბალკანეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, ცდილობდა შეემცირებინა ბირთვული იარაღის გავრცელება და მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში.

New York Times-ის სტატიაში, რომელიც გასულ თვეში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინ, გამოქვეყნდა, ოლბრაიტი ამტკიცებდა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი "ისტორიულ შეცდომას" დაუშვებდა უკრაინაში შეჭრისას და აფრთხილებდა მისი ქვეყნისთვის დამანგრეველი საფასურის შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"