The Insider-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა რუსი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

The Insider-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა რუსი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვას ემსხვერპლა

The Insider-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა რუსი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვას ემსხვერპლა.

გამოცემის თანახმად, ჟურნალისტი უკრაინის დედაქალაქში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

"The Insider-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა სარედაქციო დავალების შესრულების დროს, კიევის დაბომბვისას გარდაიცვალა. ის კიევის პოდოლსკის რაიონში რუსეთის ჯარის დაბომბვის შედეგად გამოწვეულ ნგრევებს იღებდა და მორიგ სარაკეტო დაბომბვაში მოჰყვა. The Insider-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოქსანას ახლობლებსა და ნათესავებს“, - წერია გამოცემის განცხადებაში.

გამოცემის ინფორმაციით, The Insider-ში მუშაობის დაწყებამდე ოქსანა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ საქმიანობდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ორგანიზაცია კრემლმა "ექსტრემისტულად“ გამოცხადდა, ჟურნალისტი იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მან ლვოვიდან და კიევიდან რამდენიმე რეპორტაჟის მომზადება მოასწრო.

"ინტერპრესნიუსი"