"თამაშის წესები მარტივია - ვინც დაასწრებს, პირველი გაიშვერს თითს და იტყვის..." - რას წერს გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ქართულმა შიდა პოლიტიკურმა პროცესმა ერთგვარი თამაშის სახე მიიღო, სახელწოდებით “მოღალატეობანა”.
თამაშის წესები მარტივია - ვინც დაასწრებს, პირველი გაიშვერს თითს და იტყვის სიტყვას “მოღალატე”, “მეხუთე კოლონა”, “რუსეთის აგენტი”, ის არის მოგებული…
ეს არის მთელი პოლიტიკა…"