უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება - კვირის პალიტრა

უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება

უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი ყოველკვირეულად იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია რუსეთის დაზვერვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყარო ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის წარუმატებელი შეჭრის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურები ქაოსმა და უკმაყოფილებამ მოიცვა.

რუსული დაზვერვის ანონიმურმა პირმა აღნიშნულზე წერილები დევნილობაში მყოფ რუს აქტივისტსა და უფლებადამცველი ჯგუფის Gulagu.net-ის დამფუძნებელს, ვლადიმირ ოსეჩკინს მიწერა. ბრიტანული Times-ის ცნობით, რუსული დაზვერვის აგენტები პუტინის მიმართ ბრაზსა და უკმაყოფილებას გამოთქვავენ იმ ეფექტის გამო, რომელიც სანქციებმა „ეფესბეს“ ოფიცრებზე იქონია - ისინი ვეღარ შეძლებენ „დასვენებას თავიანთ ვილებში იტალიაში და ვეღარ წაიყვანენ საკუთარ შვილებს პარიზის დისნეილენდში“.

„20 წლის განმავლობაში პუტინი სტაბილურობას ქმნიდა რუსეთში. „ეფესბეს“ ოფიცრებმა, პოლიციელებმა, სახელმწიფო პროკურორებმა - იმ ადამიანებმა, რომლებიც სისტემაში არიან - შეძლეს კარგი ცხოვრება. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წავიდა. ისინი აღიარებენ, რომ ეს ომი კატასტროფაა ეკონომიკისთვის, კაცობრიობისთვის. მათ არ სურთ საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ყოველ კვირას და ყოველ თვეს, როცა ეს ომი გრძელდება, უსაფრთხოების სამსახურებში მყოფთა აჯანყების შესაძლებლობა იზრდება“,- აღნიშნა დასავლურ მედიასთან ვლადიმირ ოსეჩკინმა.

IPN