"მთელ რიგ ქვეყნებში ისევ "აწია კუდი" პანდემიამ - ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება" - კვირის პალიტრა

"მთელ რიგ ქვეყნებში ისევ "აწია კუდი" პანდემიამ - ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება"

მოგეხსენებათ, მთელ რიგ ქვეყნებში ისევ "აწია კუდი" პანდემიამ - ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილის მაჩვენებელი არ იმატებს. მისივე თქმით, თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს.

"ეპიდვითარება დასტაბილურდა. ჰოსპიტალიზაცია რადიკალურად შემცირდა, ინტენსიურში და რეანიმაციულში მყოფი პაციენტების რიცხვიც რადიკალურად შემცირდა. მოგეხსენებათ, მთელ რიგ ქვეყნებში ისევ "აწია კუდი" პანდემიამ. "ომიკრონის" B1.2-ის ხარჯზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელოდებიან რომ ზესვლა იქნება. სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი არ იმატებს. მთავარი მოწოდება რჩება აცრები და "ბუსტერი".

მაინც ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება. ძირითადად, "ომიკრონის" ჰიბრიდის. უმრავლესობა ემხრობა, რომ თუ ახალი ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, ის არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც "დელტა" იყო. თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს. ამის პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია",- აღნიშნავს გამყრელიძე.

IPN