"მა­ინ­ც და ­მა­ინც ამის გამო აჭ­რელ­დეს პრე­სა?! ცოტა უხერ­ხუ­ლია" - როგორ მოხვდა "სოსო" გერმანიიდან ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში? - კვირის პალიტრა

"მა­ინ­ც და ­მა­ინც ამის გამო აჭ­რელ­დეს პრე­სა?! ცოტა უხერ­ხუ­ლია" - როგორ მოხვდა "სოსო" გერმანიიდან ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში?

"ჩცდ"-ს ამ სე­ზონ­ზე ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი, სოსო შე­ე­მა­ტა. ის კა­ტოს ახა­ლი რჩე­უ­ლია. ცოტა უც­ნა­უ­რი პერ­სო­ნა­ჟია, თუმ­ცა კა­ტოს ის ჯერ­ჯე­რო­ბით მოს­წონს და მას­თან თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს. ამ როლს მსა­ხი­ო­ბი დევი ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი თა­მა­შობს. ის მუ­სი­კი­სა და დრა­მის ახა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. რო­გორც ამ­ბობს, მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და, მოს­წონ­და ეს პრო­ფე­სია და გახ­და კი­დეც მსა­ხი­ო­ბი:

"სა­ერ­თოდ ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად რა­ღა­ცე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ვცდი­ლობ. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც სულ სი­ახ­ლე­ებს ვე­ძებ. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბიც მიყ­ვარს... პრო­ფე­სი­ის გარ­და ბევ­რი რამ მი­ზი­დავს" - გვე­უბ­ნე­ბა დევი და ინ­ტერ­ვი­უს სე­რი­ალ­ზე სა­უბ­რით ვაგ­რძე­ლებთ.

- გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლნში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­მი­რე­კეს. ვი­დეო კას­ტინ­გის­თვის იქვე ჩავ­წე­რე და გა­მო­ვუგ­ზავ­ნე. მერე შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩა­მო­ვე­დი თუ არა, გა­და­ღე­ბა­ზე მი­ვე­დი... მალე კო­რო­ნა და­მე­მარ­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - ომიკ­რო­ნი. ამის გამო ფორ­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ცოტა გა­მი­ჭირ­და. ჯერ კი­დევ ვერ ვარ სა­თა­ნა­დო ფორ­მა­ში, რო­მე­ლიც მა­ხა­სი­ა­თებს, ვცდი­ლობ, ძა­ლე­ბი მალე აღ­ვიდ­გი­ნო და ამან საქ­მე­ზე არ იმოქ­მე­დოს.

- სე­რი­ალს რო­გორ აფა­სებთ?

- ყვე­ლა სე­ზო­ნი და სე­რია ნა­ნა­ხი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, თუმ­ცა ამ­დე­ნი წელი ეს პრო­ექ­ტი რომ არ­სე­ბობს, მგო­ნი, ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. მას აქვს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა და ფარ­თო სპექტრის, ჟან­რობ­რი­ვი გან­ხრის პრო­ექ­ტია. ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს... ქეთი დევ­და­რი­ა­ნი ამ თე­მებს, ყო­ველ­დღი­ურ­საც სა­ინ­ტე­რე­სოდ ეხე­ბა და სე­რი­ალს ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჰყავს...

- "სამ­ზა­რე­უ­ლო" მო­გე­წო­ნათ?

- ჩემ­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა. რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას­თან ად­რეც მი­მუ­შა­ვია. იყო ასე­თი ნო­ვე­ლე­ბის­გან შექ­მნი­ლი სუ­რა­თი - "ჭამა და სექ­სი,“ სა­დაც პირ­ველ ნო­ვე­ლა­ში მე და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძემ ვი­თა­მა­შეთ. ამის გარ­და არა­ერთ პრო­ექ­ტში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მა­გა­ლი­თად, "გა­აგ­რძე­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია", სა­დაც მეფე ერეკ­ლე ვი­თა­მა­შე, იყო კი­დევ ფილ­მე­ბი - სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნიც, სე­რი­ა­ლი "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან"... ასე რომ, გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, ბევ­რი რამ ვი­ცო­დი, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბის კუ­თხით ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ყო­ველ­თვის კარ­გია.

- თურ­მე ინ­ტერ­ვიუ არ გიყ­ვართ...

- კი, არა­ერ­თხელ მით­ქვამს ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი. თე­ატ­რში ბევ­რი სპექ­ტაკ­ლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი, მათ შო­რის, სა­უ­კე­თე­სოც ყო­ფი­ლა, ახლა "და­ქა­ლებ­ში“ შე­მო­ვე­დი და მა­ინ­ცდა­მა­ინც ამის გამო აჭ­რელ­დეს პრე­სა?! ცოტა უხერ­ხუ­ლია. სა­დღაც სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა ალ­ბათ, როცა მსა­ხი­ობ­ზე ბევ­რი რამ არ იცი და მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ნელ-ნელა იგებ და არა ერ­თბა­შად, ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. შემ­დეგ სე­რი­ა­ლი­დან გა­დი­ხარ და აღარავის ახ­სოვ­ხარ - ესეც ისე­თია, რა... ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს დო­ზი­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი "ჩცდ"-ში გა­მოჩ­ნდა თუ არა, მა­შინ­ვე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა...

- სო­სოს შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ არის გარ­კვე­უ­ლი, ანუ არ ვი­ცით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში რო­გო­რია. ამი­ტომ, რაც ჩანს, იმის მი­ხედ­ვით ვი­ტყვი, და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი საკ­მა­რი­სად აქვს. არის მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ნელ-ნელა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­დის იქამ­დე, სა­დამ­დეც უნდა, რომ მი­ვი­დეს. ცოტა მძი­მე კა­ცი­ცაა... იცის, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მოქ­ცე­ვა, მაგ­რამ იმის იქით სას­წა­უ­ლად მე­სა­კუთ­რეა. რა­ღაც ხა­ზებს ავ­ლებს და რა­ღა­ცებს აწე­სებს. რო­გორც კი ვინ­მეს თა­ვი­სად მი­ი­ღებს, გა­და­წყვეტს, რომ უკვე მი­სია...

- რო­დე­საც ეს პერ­სო­ნა­ჟი შე­მოგ­თა­ვა­ზეს, რა იფიქ­რეთ?

- ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და უკვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო მისი თა­მა­ში. მერე ვი­ფიქ­რე, რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მით უფრო, როცა გა­ვი­გე, რომ კა­ტოს მა­ნამ­დე ბევ­რი ქმა­რი ჰყავ­და. ამი­ტომ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნდა შე­მექ­მნა. ვე­ძებ­დი რა­ღაც­ნა­ირ უც­ნა­ურ ტიპს. სოსო არ არის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რომ და­ი­ნა­ხავ და გა­მო­იც­ნო, ვთქვათ, რო­მე­ლი უბ­ნი­და­ნაა, ან რო­გო­რი ხა­სი­ა­თი­საა. განაგრძეთ კითხვა ambebi.ge-ზე