"ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ რისკის ფასად გამოიყვანა ოთხი დაჭრილი მეომარი" - რას წერს სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე?
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ის დაღუპულ ბახვა ჩიქობავასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მას წესით ეროვნული გმირის წოდება უნდა მიანიჭოს.
"ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ უზარმაზარი რისკის ფასად გამოიყვანა ცეცხლის ქვეშ ოთხი დაჭრილი მეომარი ალყაშემორტყმული ქალაქიდან, მათ შორის იყო ჩემი ახლო მეგობარი, გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც მძიმედაა დაჭრილი.
ბახვამ გადაარჩინა მათი სიცოცხლე და უკანა გზაზე ემსხვერპლა აფეთქებას, ეს ადამიანი ნამდვილად გახდება უკრაინის ეროვნული გმირი, მაგრამ საქართველოს ნებისმიერი შემდგომი პატრიოტული ხელისუფლება აუცილებლად მიანიჭებს მას ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის წოდებას.
ვუსურვებ ჩემს ძმას გიორგი ქუფარაშვილს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას და მტრის ჯინაზე ძალიან დიდხანს სიცოცხლეს" - წერს სააკაშვილი.