"სიტყვა "ომის" წარმოთქმის გამო ხალხს ციხეში სვამენ..." - რას ჰყვება ლიზა ვადაჭკორია ბელარუსელ სტუმრებზე - კვირის პალიტრა

"სიტყვა "ომის" წარმოთქმის გამო ხალხს ციხეში სვამენ..." - რას ჰყვება ლიზა ვადაჭკორია ბელარუსელ სტუმრებზე

"ოჯახს, რომელიც ბელარუსიდან ჩვენთან ჩამოვიდა, ქვეყნის დატოვება აიძულეს"

"მგონი, არ არსებობს ქართველი, რომელსაც დღეს ისევე არ სტკივა, როგორც უკრაინელს: ჯერ ერთი - იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი სიტუაცია უკვე გავიარეთ, მაგრამ ჩვენი ომი უფრო ხანმოკლე იყო... კარგად გვესმის, რომ რაკი უკრაინას "დაარტყეს", ჩვენც "დაგვარტყამენ"... - ამბობს ლიზა ვადაჭკორია, რომელთანაც სტუმრები ბელარუსიდან ჩამოვიდნენ, რადგან მათ თავიანთ ქვეყანაში პატიმრობა ემუქრებოდათ...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"რამდენიმე უმძიმესი წელი ბელარუსში გავატარეთ. დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც მიგვიღო, დაგვიმეგობრა... სხვათა შორის, რუსებისგან განსხვავებით, ბელარუსები ბევრად უფრო გულთბილი და კარგი ხალხია... რა თქმა უნდა, 1997 წელს საქართველოში დავბრუნდით - სხვა ქვეყანაში ვერ გავძელით: მშობლები აქ გვყავდა, სახლი აქ გვქონდა (იქ ქირით ვცხოვრობდით)... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ის ხალხი, ვინც ბელარუსში კარგად მიგვიღო, ოდესმე იძულებული გახდებოდა, იქიდან გამოქცეულიყო..." "საქართველოში Pუტინ Kჰუყლო"-ს რომ ვიყვირებთ, ყველა ტაშს დაგვიკრავს, იქ კი პირველ ჯერზე, 1 თვეს ციხეში ჩაგსვამენ, მერე კი - დამიჯერე, 15-წლიანი პატიმრობა არ მოგინდება... ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი ბელარუსელი სტუმრები კარგად იყვნენ. უპატიოსნესი ხალხია. უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ძალიან წუხან. პოლონეთში გამგზავრების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ქართველების გულთბილი დამოკიდებულება ახსოვთ, ამიტომ აქ ჩამოსვლა ამჯობინეს..."

"ქართველებისთვის ეს მხოლოდ პლუსი იქნება: სხვა თუ არაფერი, ბინა იქირავეს და ვინც პანდემიის დროს დაზარალდა, ბინას ვერ აქირავებდა და ტიროდა - შემოსავალი არ გვაქვსო, ახლა შემოსავალი გაუჩნდათ... სწორად გამიგეთ: ვინც რუსეთში ხმის ამოღება სცადა, ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ ზოგი ევროპაში წავიდა, ზოგი - საქართველოში და ა.შ. ამიტომ უნდა გვეამაყებოდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა უნდათ, რადგან აქ თავისუფლების მაღალი ხარისხია..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 24 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი