"ვლადიმერ პუტინმა წითელი ხაზები გადაკვეთა და საერთაშორისო საზოგადოება გაზრდის რუსეთის პრეზიდენტზე წნეხს"
ვლადიმერ პუტინმა წითელი ხაზები გადაკვეთა და საერთაშორისო საზოგადოება გაზრდის რუსეთის პრეზიდენტზე წნეხს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიუსელში ვიზიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, მეტის გაკეთებაა აუცილებელი და ეს მეტი ეკონომიკური კუთხით უნდა გაკეთდეს.
„შეგვიძლია ჩვენ მეტი გავაკეთოთ, რათა ხელი შევუშალოთ პუტინს მისი „ოქროს რეზერვების“ გამოყენებაში? რა შეგვიძლია გავაკეთოთ „სვიფტის" სანქცირებისთვის?
ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი უკრაინელებისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად. დიდი რაღაც, რაც გამოვლინდა გასულ თვეს - უდიდესი ფაქტი, რომელიც მსოფლიომ ახლა იცის, არის ის, რომ უკრაინელი ხალხი იბრძოლებს მათი ქვეყნისთვის. მათ სჯერათ თავიანთი ქვეყნის, უყვართ თავიანთი ქვეყანა და აპირებენ მის დაცვას. ეს იყო რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცოდით ერთი თვის წინ და ახლა ეს აბსოლუტურად ცხადია. ამან შეცვალა გეოპოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება მათ დავეხმაროთ, გვაქვს ვალდებულება დავეხმაროთ მათ თავისა და საყვარელი ადამიანების დაცვაში", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
IPN