"4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი? - კვირის პალიტრა

"4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ქართველ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის, საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს:

"4 დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმ ქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით. ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს - უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემს თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და მათი თვალით უყურებენ საკუთარი სახლ-კარის განადგურებას ერთი მანიაკის პუტინის და რუსის ავადმყოფური, ველიკოძერჟავული ახირების გამო", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

24032022-1654-1648126490.01_REC.png