"გარდიანი" - ამერიკის შეერთებული შტატები 100 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის მიღებას გეგმავს - კვირის პალიტრა

"გარდიანი" - ამერიკის შეერთებული შტატები 100 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის მიღებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები 100 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ცნობილი არ არის სამოგზაურო და ლოჯისტიკური დეტალები ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ ყველა უკრაინელი ლტოლვილის შტატებში განთავსება ლტოლვილთა პროგრამის მიხედვით არ მოხდება.