"მსგავსი შავი თვე ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს, არ უნახავს არც მსგავსი განადგურება და სამხედრო დანაშაული" - კვირის პალიტრა

"მსგავსი შავი თვე ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს, არ უნახავს არც მსგავსი განადგურება და სამხედრო დანაშაული"

მსგავსი შავი თვე ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს, არ უნახავს არც მსგავსი განადგურება და სამხედრო დანაშაული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პარლამენტისთვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს მთელი ერის დაპყრობისა და მეზობელი ქვეყნის დამონების მცდელობაა.

„დღეს საშინელი გამოცდის ერთი თვეა - ერთი თვე შეუსრულდა სრულმასშტაბიან ომს, რომელიც რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოიწყო. მსგავსი შავი თვე ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს, არ უნახავს არც მსგავსი განადგურება და მსგავსი სამხედრო დანაშაული. გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 1000-ს აღწევს, განადგურებულია ათობით ჩვენი ქალაქი.

რუსი ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, წვავენ საცხოვრებელ კვარტლებსა და სახლებს, აფეთქებენ საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსაც კი ესხმიან თავს რეაქტიული არტილერიით, განადგურებულია ასობით საგანმანათლებლო დაწესებულება და 200-ზე მეტი სკოლა, ისინი ბომბავენ უნივერსიტეტებს, ანადგურებენ ნებისმიერ ინფრასტრუქტურას, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისთვის. რისთვის არის რუსეთის მსგავსი ქმედება? რისთვის ხორციელდება მსგავსი ტერორი ჩვენ წინააღმდეგ ? ეს მთელი ერის დაპყრობის მცდელობაა, მეზობელი ქვეყნის დამონების მცდელობა“,- განაცხადა ზელენსკიმ.