"ნატოს ლიდერები დღეს შეიკრიბნენ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი და ვაგებინოთ პასუხი რუსეთს სასტიკი ომის გამო"
,,ნატოს ლიდერები დღეს შეიკრიბნენ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ერთი თვის თავზე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი, ჩვენი შემართება, ვაგებინოთ პასუხი რუსეთს სასტიკი ომის გამო და ჩვენი თავდადება, გავაძლიეროთ ნატოს ალიანსი“ , - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ლიდერებმა შეძლეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოსმენა ვიდეოკონფერენციის საშუალებით და განაცხადა, რომ ნატო და შეერთებული შტატები „განაგრძობენ მისი და მისი მთავრობის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი და მზარდი ოდენობით უსაფრთხოების კუთხით დახმარებით რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად და თავდაცვის უფლების შესანარჩუნებლად“.