"ჩინეთმა უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთზე და ხელი შეუწყოს ომის დაუყოვნებლივ მშვიდობიან გადაწყვეტას" - კვირის პალიტრა

"ჩინეთმა უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთზე და ხელი შეუწყოს ომის დაუყოვნებლივ მშვიდობიან გადაწყვეტას"

ნატო-ს ლიდერები ჩინეთს მოუწოდებენ, არ დაეხმაროს რუსეთს ომის წარმოებაში. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ჩინეთმა რუსეთის შეჭრა ეკონომიკური და სამხედრო დახმარებით არ უნდა უზრუნველყოს.

„ამის ნაცვლად, პეკინმა უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთზე და ხელი შეუწყოს ომის დაუყოვნებლივ მშვიდობიან გადაწყვეტას", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"