უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში
ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.
"ჩვენ გავააქტიურეთ ნატო-ს თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ ნატო-ს საპასუხო ძალების ელემენტები და 40 000 ჯარისკაცი ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე”, - ნათქვამია ნატო-ს ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, ნატო-მ რუსეთს ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვზრდით ჩვენი საზოგადოებების და ჩვენი ინფრასტრუქტურის გამძლეობას რუსეთის მავნე გავლენის დასაპირისპირებლად. მათ შორის კიბერშეტევების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერებმა შეაქეს უკრაინელი ხალხი, რომელმაც, მათი შეფასებით, „რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ მსოფლიო გმირული წინააღმდეგობით შთააგონა“.
საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მოუწოდებენ ბელარუსს „დაასრულოს თანამონაწილეობა რუსეთის შეჭრაში".თემა:ომი უკრაინაში
"ინტერპრესნიუსი"