"უმჯობესია, უკრაინას მისცეთ ისეთი იარაღი, როგორიც ახლა გვჭირდება, ვიდრე მოგვიანებით, სხვა ქვეყნებისთვის ეძებოთ იარაღი" - ზელენსკიმ "დიდი შვიდეულის" სამიტზე შეკრებილებს მიმართა - კვირის პალიტრა

"უმჯობესია, უკრაინას მისცეთ ისეთი იარაღი, როგორიც ახლა გვჭირდება, ვიდრე მოგვიანებით, სხვა ქვეყნებისთვის ეძებოთ იარაღი" - ზელენსკიმ "დიდი შვიდეულის" სამიტზე შეკრებილებს მიმართა

უმჯობესია, უკრაინას მისცეთ ისეთი იარაღი, როგორიც ახლა გვჭირდება, ვიდრე მოგვიანებით, სხვა ქვეყნებისთვის ეძებოთ იარაღი. ვგულისხმობ, საქართველოს, მოლდოვას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს და ცენტრალურ აზიას, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ,,დიდი შვიდეულის" სამიტზე შეკრებილებს.

ზელენსკის თქმით, ,,სიცოცხლემ უნდა სძლიოს სიკვდილს".

"უმჯობესია, უკრაინას მისცეთ ისეთი იარაღი, როგორიც ახლა გვჭირდება, ვიდრე, მოგვიანებით, სხვა ქვეყნებისთვის იარაღი ეძებოთ. ვგულისხმობ საქართველოს, მოლდოვას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს და ცენტრალურ აზიას. რაც უფრო მალე მოხდება ეს, როგორც ჩვენ ვითხოვთ, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩვენს ინტერესებშია, ეს ყველა დემოკრატიის ინტერესებშია, იმიტომ რომ დემოკრატიებს საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოთ. თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული. სიცოცხლემ უნდა სძლიოს სიკვდილს", - განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"