"მესიჯი, რომელიც პუტინს შეუძლია მიიღოს არის შემდეგი: უკრაინა მარტო არ არის" - რას აცხადებს ბორის ჯონსონი? - კვირის პალიტრა

"მესიჯი, რომელიც პუტინს შეუძლია მიიღოს არის შემდეგი: უკრაინა მარტო არ არის" - რას აცხადებს ბორის ჯონსონი?

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას გამორიცხავს.

ჯონსონის თქმით, [ნატო-ში] "ყველა აგონიას განიცდის“ იმის გამო, რომ უკრაინის დასახმარებლად მეტის გაკეთება არ შეუძლიათ "იმ შეზღუდვების გამო, რომელსაც ორგანიზაცია და სახელმწიფოები აწყდებიან“.

ჯონსონის თქმით, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა რუსული სწრაფი სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავების ჩამოგდებას გულისხმობს და ნატო-ში ამის გაკეთებას არცერთი ქვეყანა აპირებს.

ამასთან, ჯონსონმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებას აპირებს, რათა ქვეყანამ საჰაერო სივრციდან და "გრადის“ ტიპის რაკეტებისგან თავდაცვა შეძლოს. ჯონსონის თქმით, უკრაინა მარტო არ არის.

ჯონსონი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაუჭიროს უკრაინას მხარი მისი „მჩაგვრელი მეზობლის“ წინააღმდეგ.

ჯონსონის თქმით, "ეს მხოლოდ დასაწყისია".

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე დაადასტურა, რომ მისმა ქვეყანამ 1000-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირსა და სხვა სუბიექტს ინდივიდუალური სანქციები დაუწესა.

"მესიჯი, რომელიც პუტინს შეუძლია მიიღოს არის შემდეგი: უკრაინა მარტო არ არის. ჩვენ ვდგავართ კიევის, მარიუპოლის, ლვოვისა და დონეცკის ხალხთან ერთად. როგორც პრეზიდენტ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და პუტინი უნდა დამარცხდეს - და ის დამარცხდება კიდეც“, - განაცხადა ჯონსონმა.

რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, "ბლუმბერგის" კითხვაზე, ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს არის ყურადღების გადატანა იმისგან, რაც უკრაინაში ხდება.

"ინტერპრესნიუსი"