"რუსეთი ინანებს უკრაინაზე თავდასხმას, ის უკრაინიდან უფრო სუსტი გამოვა" - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - კვირის პალიტრა

"რუსეთი ინანებს უკრაინაზე თავდასხმას, ის უკრაინიდან უფრო სუსტი გამოვა" - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე

რუსეთი ინანებს უკრაინაზე თავდასხმის განხორციელების გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალმა განაცხადა.

”დარწმუნებით ვფიქრობ, რომ რუსეთი უკრაინიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე ის კონფლიქტის დაწყების დროს იყო. ის იქნება სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად უფრო სუსტი და უფრო იზოლირებული“, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, ერთთვიანი კონფლიქტის გამო რუსებს ზუსტი დამიზნების რაკეტების რაოდენობა ეწურებათ.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ პენტაგონის თავდაცვის სტრატეგიის მომავალი დოკუმენტი რუსეთს "მწვავე საფრთხედ" გამოაცხადებს.

ინტერპრესნიუსი