"უკრაინამ, კიევის აღმოსავლეთით, ქალაქებისა და თავდაცვითი პოზიციების ხელახლა დაკავება შეძლო" - დიდი ბრიტანეთი - კვირის პალიტრა

"უკრაინამ, კიევის აღმოსავლეთით, ქალაქებისა და თავდაცვითი პოზიციების ხელახლა დაკავება შეძლო" - დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, უახლესი სადაზვერვო ანგარიში გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინამ, კიევის აღმოსავლეთით, ქალაქებისა და თავდაცვითი პოზიციების ხელახლა დაკავება შეძლო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ, კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსული ძალების უკან დახევაში, ასევე გარკვეულ წარმატებას მიაღწია.

ინტერპრესნიუსი