"ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის და მას მარიუპოლში, ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვების სანაცვლოდ გთავაზობთ“ - რას წერს უკრაინელი გენერალი - კვირის პალიტრა

"ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის და მას მარიუპოლში, ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვების სანაცვლოდ გთავაზობთ“ - რას წერს უკრაინელი გენერალი

უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლი ვი­ა­ჩეს­ლავ აბ­როს­კი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და რუს ოკუ­პან­ტებს მი­მარ­თავს. ის დამ­პყრობ­ლებს სთა­ვა­ზობს ტყვედ ჩა­ბა­რე­ბას მა­რი­უ­პოლ­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბის ქა­ლა­ქი­დან უსაფრ­თხოდ გა­მოყ­ვა­ნის სა­ნახვლოდ.

"ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბამ­დე დავ­პირ­დი ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ომის შემ­თხვე­ვა­ში "აზოვ­თან" ერ­თად და­ვი­ცავ­დი მა­რი­უ­პოლს. აღ­მოჩ­ნდა რომ ომს ოდე­სა­ში შევ­ხვდი, რა­ტომ­ღაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო რუსი ოკუ­პან­ტე­ბის­თვის, მაგ­რამ ვცდე­ბო­დი.

სრუ­ლი­ად დან­გრე­ულ ქა­ლაქ­ში დღეს ბევ­რი ბავ­შვია დარ­ჩე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. ახლა რომ არ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­ღუ­პე­ბი­ან, დრო გა­დის.

მივ­მარ­თავ რუს ოკუ­პან­ტებს, მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბი, რომ ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ბავ­შვე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ მა­რი­უ­პო­ლი­დან, მათ ნაც­ვლად ჩემს თავს გთა­ვა­ზობთ. დიახ, ვი­თხოვ, შე­მიშ­ვათ მა­რი­უ­პოლ­ში ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. 3 დღე მჭირ­დე­ბა, ბოლო სა­გუ­შა­გო­ზე, ბავ­შვებ­თან ერ­თად უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, ტყვედ ჩავ­ბარ­დე­ბი“, - წერს ვი­ა­ჩეს­ლავ აბ­როს­კი­ნი.

პოს­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ის არის პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლი, რო­მე­ლიც 2014, ასე­ვე 2018 წელს რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტესტს პი­რა­დად უწევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას, რომ ის რუ­სებს სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში ჰყავ­დათ შეყ­ვა­ნი­ლი.

"ეს არის ჩემი პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვა. ჩემი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ მე მე­კუთ­ვნის და მას მა­რი­უ­პოლ­ში, ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ბავ­შვე­ბის სა­ნაც­ვლოდ გთა­ვა­ზობთ“, - წერს უკ­რა­ი­ნე­ლი გე­ნე­რა­ლი.

ambebi.ge